სიახლეები

საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით ცაგერის მთავარ ბიბლიოთეკაში მოეწყო გამოფენა სლოგანით ,,რუსეთი ოკუპანტია".ცალკე გამოიყო მასალები ,,ლეჩხუმი ოკუპაციის წინააღმდეგ".

საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით ცაგერის მთავარ ბიბლიოთეკაში მოეწყო გამოფენა სლოგანით ,,რუსეთი ოკუპანტია".ცალკე გამოიყო მასალები ,,ლეჩხუმი ოკუპაციის წინააღმდეგ".
 ღონისძიებას ესწრებოდნენ ცაგერის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე ერასტი მეტრეველი, მერიის განათლების, კულტურისა და სპორტის სამსახურის უფროსი გიორგი კვირიკაშვილი,რომლებმაც ისაუბრეს ოკუპაციაზე და მის მტკივნეულ შედეგებზე.
გამოფენის მოწყობაზე,მის თემატიკაზე,მასალების მოპოვებაზე,მხატვრულ ფორმასა და დიზაინზე იმუშავეს ბიბლიოთეკის ხელმძღვანელმა ბელა საღინაძემ,ბიბლიოთეკის თანამშრომლებმა მანანა გოგიძემ,ნატო საღინაძემ,ნინო გუგავამ,ბიბლიოთეკის მთელმა კოლექტივმა.
ბიბლიოთეკა დაამშვენა ყოველმხრივ გააზრებულმა გამოფენამ,სადაც მკითხველი იოლად გაერკვევა იმ მოვლენებში,რომელიც მეცხრამეტე საუკუნეში თავს დაატყდა ჩვენს სამშობლოს ოკუპაციის სახით.
ცაგერის მუნიციპალიტეტში,ისევე,როგორც მთელს საქართველოში, დაშვებულია საქართველოს დროშები.

სიახლეები