სიახლეები

ცაგერის მუნიციპალიტეტის 15 ბაღი 1 მარტს მომზადებული ხვდება.

ცაგერის მუნიციპალიტეტის 15 ბაღი 1 მარტს მომზადებული ხვდება.როგორც სკოლამდელი და სკოლისგარეშე სააღმზრდელო დაწესებულებების მართვის ცენტრის ხელმძღვანელმა მარინა ბურჯალიანმა განაცხადა, ყველა საბავშვო დაწესებულება კორონავირუსის საწინააღმდეგო ხსნარებით და იმ აქსესუარებითაა აღჭურვილი, რომელიც ვირუსის პრევენციისთვისაა საჭირო.
,,ჩვენ დიდი პაუზა უქმად არ დაგვიკარგავს, ბავშვთა კვებაზე ტენდერები გამოვაცხადეთ, გამარჯვებული კომპანია მზადაა საკვები ადგილზე მიტანით უზრუნველყოს. ამასთანავე, ბაღში დაცული იქნება დისტანცია, მოხდება თერმოსკრინინგი,
გამოყოფილია დასაყოვნებელი სივრცეები და ბაღში მომუშავე პერსონალს ორ კვირაში ერთხელ კორონავირუსზე სწრაფი ტესტირება ჩაუტარდებათ"-აღნიშნა მარინა ბურჯალიანმა.

სიახლეები