სიახლეები
სახელმწიფო რწმუნებულმა პაპუნა მარგველიძემ და რაჭა-ლეჩხუმ- სვანეთის მაჟორიტარმა დეპუტატმა გოჩა ენუქიძემ შეხვედრა გამართეს ცაგერის მუნიციპალიტეტის მერთან ავთანდილ უგრეხელიძესთან და მერიის სამსახურის უფროსებთან
სახელმწიფო რწმუნებულმა პაპუნა მარგველიძემ და რაჭა-ლეჩხუმ- სვანეთის მაჟორიტარმა დეპუტატმა გოჩა ენუქიძემ შეხვედრა გამართეს ცაგერის მუნიციპალიტეტის მერთან ავთანდილ უგრეხელიძესთან და მერიის სამსახურის უფროსებთან .
მუნიციპალიტეტის მერმა ისაუბრა მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურული, სოციალური, კულტურულ-საგანმანათლებლო და სოფლის მეურნეობის სექტორებში მიმდინარე და დაგეგმილი პროექტების შესახებ.
‘’შეხვედრაზე ვიმსჯელეთ მუნიციპალიტეტში მიმდინარე პროექტებზე, დავსახეთ სამომავლო მიზნები და პერსპექტივები. მსგავსი ტიპის შეხვედრები ხელს შეუწყობს ადგილობრივი თვითმმართველობის და სამხარეო ადმინისტრაციის კოორდინირებულ მუშაობას და რეგიონის მოსახლეობის საჭიროებების მაქსიმალურად დაკმაყოფილებას.’’ აღნიშნა სახელმწიფო რწმუნებულმა -პაპუნა მარგველიძემ.


