სიახლეები
ცაგერის მუნიციპალიტეტში სოფლის პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელი პროექტების შერჩევის მიზნით საერთო კრებები გრძელდება
ცაგერის მუნიციპალიტეტში სოფლის პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელი პროექტების შერჩევის მიზნით საერთო კრებები გრძელდება.
2 მარტს მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები საირმისა და წიფერჩის თემების მოსახლეობას შეხვდნენ.
მოსახლეობის ხმათა უმრავლესობით გადაწყდა შემდეგი პროექტების განხორციელება:
ზედა საირმე-გარე განათების დასრულების სამუშაოები, ქვედა საირმე-1.წყალსადენის სათავე ნაგებობის-მაგისტრალის და გზაზე გამტარი არხის მოწყობა. 2.გარე განათების დასრულების სამუშაოები.
წიფერჩი-გარე განათების გაგრძელების სამუშაოები. ლარჩვალი- გარე განათების გაგრძელების სამუშაოები, ბარდნალა- 1.გარე განათების გაგრძელების სამუშაოები. 2.შიდა სასოფლო გზის საყრდენი კედლისა და ხიდის მოაჯირის მოწყობა, 3.წყაროს სასმელი წყლის სათაო ნაგებობის რეაბილიტაცია.


