სიახლეები
ცაგერის მუნიციპალიტეტში სოფლის პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელი პროექტების შერჩევის მიზნით საერთო კრებები გრძელდება.
ცაგერის მუნიციპალიტეტში სოფლის პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელი პროექტების შერჩევის მიზნით საერთო კრებები გრძელდება.
მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები ლაილაშის და ლუხვანოს თემების მოსახლეობას შეხვდნენ.
მოსახლეობის ხმათა უმრავლესობით შეირჩა შემდეგი განსახორციელებელი პროექტები:
ლაილაში-1.წყალსადენის ქსელის რეაბილიტაცია,2.გარე განათების გაგრძელების სამუშაოები, 3.შიდა სასოფლო გზაზე ცხაურების მოწყობა.
სოფელი ღუ-შიდა სასოფლო გზის რეაბილიტაცია,
სურმუში-გარე განათების გაგრძელების სამუშაოები
თაბორი-ამბულატორიის მშენებლობის დაწყება.
ზედა ლუხვანო-გარე განათების დასრულების სამუშაოები; ქვედა ლუხვანო-1.გარე განათების დასრულების სამუშაოები,2. შიდა სასოფლო გზის რეაბილიტაცია.
ზარაგულა - 1.გარე განათების გაგრძელების სამუშაოები.2.სოფელ ზარაგულასთან დამაკავშირებელი საავტომობილო გზის რეაბილიტაცია.


