სიახლეები

ცაგერის მუნიციპალიტრტის მერიაში მორიგი სამუშაო თათბირი ჩატარდა.

ცაგერის მუნიციპალიტრტის მერიაში მორიგი სამუშაო თათბირი ჩატარდა.
თათბირს მერიის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელები ესწრებოდნენ.
მუნიციპალიტეტის მერმა ავთანდილ უგრეხელიძემ შეაჯამა ,,სოფლის პროგრამის" ფარგლებში ჩატარებული საერთო კრებები, შესაბამისი სამსახურს მისცა დავალება არჩეული პროექტების დროულ და ხარისხიან განხორციელების კონტროლზე.
მერმა ისაუბრა მუნიციპალიტეტში არსებულ კოვიდ სიტუაციაზე.
ავთანდილ უგრეხელიძემ,როგორც ,,მთის საბჭოს" წევრმა, ინფორმაცია გააკეთა მახაში-ლასურიაშის საავტომობილო გზის რეაბილიტაციის შესახებ.აღნიშნული პროექტის განხორციელება იგეგმება მიმდინარე წელს.
მერმა ანგარიში მოისმინა თითოეული სამსახურის ხელმძღვანელიდან,მისცა მათ მითითებები და კონკრეტული დავალებები.

სიახლეები