სიახლეები
ბუნებრივ სვეტებიან ძეგლთან მისასვლელი დასრულებული ინფრასტრუქტურა ლუიზა ვინტონმა ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად მოინახულა
ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა საირმეში, საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის (სრიგპ) ფარგლებში დაფინანსებული, ბუნებრივ სვეტებიან ძეგლთან მისასვლელი, დასრულებული ინფრასტრუქტურა, რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა პაპუნა მარგველიძემ გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელმძღვანელთან ლუიზა ვინტონთან და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილესთან მზია გიორგობიანთან ერთად მოინახულა.
პროექტის ფარგლებში მოეწყო: ბეტონის ქვაფენილები, მოსაცდელი მოედნები, ღამის განათება და განხორციელდა სხვა დამატებითი სამუშაოები.
მხარეებმა იმსჯელეს სამომავლოდ აღნიშნული ტერიტორიის პოტენციალის ზრდაზე და განვითარებაზე.
მსგავსი პროექტების მხარდაჭერა მიზნად ისახავს ტურისტული პოტენციალის ზრდას რეგიონში.


