სიახლეები
ცაგერის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების კულტურის და სპორტის სამსახური აპრილსა და ივნისში ახორციელებს პროექტს, რომელიც ეძღვნება მიმდინარე წლის ზაფხულის ოლიმპიური თამაშებს
ცაგერის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების კულტურის და სპორტის სამსახური აპრილსა და ივნისში ახორციელებს პროექტს, რომელიც ეძღვნება მიმდინარე წლის ზაფხულის ოლიმპიური თამაშებს. პროექტის ფარგლებში კოვიდ -19 რეგულაციების გათვალისწინებით ჩატარდება:
ლექცია-საუბრები ახალგაზრდებთან ოლიმპიადის თემასთან დაკავშირებით. თეორიულ - პრაქტიკული კონფერენცია თემაზე-,, ლეჩხუმი ოლიმპიური მოძრაობის ფერხულში", ახალგაზრდობის ჩართულობით. ოლიმპიური ვიქტორინა თემაზე : ,,ჰელსინკიდან - ტოკიომდე" მუნიციპალიტეტის მოსწავლე ახალგაზრდობის მონაწილეობით. შესაძლებლობის ფარგლებში მოხდება შეხვედრების მოწყობა სახელოვან სპორტსმენებთან და განხორციელდება სხვადასხვა კულტურული და სპორტული აქტივობები.


