სიახლეები
ცაგერის მუნიციპალიტეტის მერიაში ფონდი ,,აფხაზინტერკონტის" წარმომადგენლები მერიის წარმომადგენლებს შეხვდნენ.
დღეს ცაგერის მუნიციპალიტეტის მერიაში ფონდი ,,აფხაზინტერკონტის" წარმომადგენლები მერიის წარმომადგენლებს შეხვდნენ.
,, აფხაზინტერკონტის" თავმჯდომარემ არჩილ ელბაქიძემ შეხვედრა სასიამოვნო ინფორმაციით დაიწყო-ლეჩხუმის მაღალმთიან სოფელ საირმეში, სოფლის მაცხოვრებელთა ჯგუფს ხილის საშრობი ენერგო-ეფექტური დანადგარები გადაეცემათ,აგრეთვე,სხვადასხვა სახით ორგანიზაცია ხელს შეუწყობს მოსახლეობას კენკროვანი კულტურების წარმოების ტექნოლოგიის დანერგვაში.
აღნიშნულ პროექტს ფონდი ,,აფხაზინტერკონტი" განახორციელებს შ.პ.ს.,,გეო ფლაუერთან" ერთად.
ორგანიზაციის თავმჯდომარემ ისაუბრა ,,აფხაზინტერკონტის" მიერ გამოცხადებული მიმდინარე კონკურსის შესახებ,რომელიც მათ ვებ გვერდზეა განთავსებული
ფონდის წარმომადგენელმა მიხეილ ელბაქიძემ ისაუბრა რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთში დასაქმების ხელშეწყობის ახალი პროექტის-,,ისწავლე დასაქმებისთვის!" შესახებ,რომლის კოორდინატორი თავად გახლავთ.
ფონდი ,,აფხაზინტერკონტის"(AIC),განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრთან(EDEC),რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში,ევროკავშირის მხარდაჭერით,დასაქმების ახალი პროექტის-,,სწავლა,წვრთნა,მიღწევა და კავშირების დამყარება დასაქმებისათვის"-განხორციელება დაიწყო.
36 თვიანი პროექტი მიზნად ისახავს სოციალურ ინტეგრაციას,სიღარიბისა და მოწყვლადობის დონის შემცირებას.
,,ისწავლე დასაქმებისათვის" პროექტის ფარგლებში ფუნქციონირებას იწყებს დასაქმების ცენტრი,რომელიც სამუშაოს მაძიებლებს სთავაზობს მომსახურეობის სხვადასხვა სერვისს.
პროექტის ფარგლებში 3240 სამუშაოს მაძიებელი მიიღებს ცოდნას და გაიუმჯობესებს შრომის ღია ბაზარზე სამუშაოს ძებნის უნარებს,მათგან 720 პირი ჩაერთვება პროფესიული გადამზადების პროგრამაში-სამუშაოზე მიმაგრებული სწავლებისა და სტაჟირების პროგრამებში,რომელთა მიხედვითაც მინიმუმ 50 პროცენტი დასაქმდება.
ოფისის მისამართი:ქ.ამბროლაური,დავით აღმაშენებლის ქ N 24.
ტელ:598 710 777; 558 202 111.
შეხვედრა ძალზედ საინტერესოდ,კითხვა პასუხის რეჟიმში წარიმართა.


