სიახლეები
რეგიონის და მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელების სტიქიის ზონაში იმყოფებოდნენ
სახელმწიფო რწმუნებული პაპუნა მარგველიძე 24 მარტს დილიდან ცაგერის მუნიციპალიტეტში სტიქიის ზონაში მუნიციპალიტეტის მერთან ავთანდილ უგრეხელიძესთან ერთად იმყოფებოდა.
პროცესში დილიდან ჩაერთო გეოლოგიის დეპარტამენტი, მოხდა სიტუაციის შეფასება და რისკების განსაზღვრა, მდგომარეობის სირთულის გათვალისწინებით დამეწყრილ გზაზე სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყება ვერ ხერხდება. კლიმატური პირობების გაუმჯობესებისთანავე დაიწყება ალტერნატიული გზის სამშენებლო სამუშაოები.
ცაგერის მუნიციპალიტეტში ლაილაში-ღუს დამაკავშირებელ საავტომობილო გზაზე ჩამოსული მეწყრის გამო გარესამყაროს მოწყვეტილ 10 ოჯახს დღის განმავლობაში პირველადი საჭიროების ჰიგიენური საშუალებები, მედიკამენტები და სასურსათო პაკეტები დაურიგდებათ, რომელიც შეძენილი იქნა მუნიციპალიტეტის მიერ,ჰუმანიტარული ტვირთის ნაწილი შემოტანილია ,,წითელი ჯვრის" მიერ.
სტიქიის ზონაში იმყოფებოდნენ აგრეთვე: საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი გუგავა,მერის მოადგილე ერასტი მეტრეველი,ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები.


