სიახლეები

ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ლაჯანასთან საავტომობილო გზა გახსნილია

ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ლაჯანასთან საავტომობილო გზა გახსნილია.
ძლიერი წვიმების შედეგად,საავტომობილო გზაზე ჩამოტანილიმა დიდი მოცულობის მეწყრულმა მასამ ჩაკეტა ცაგერი-ამბროლაური- -ქუთაისის აღნიშნული მონაკვეთი.
,,სტიქიამ დიდი პრობლემები შექმნა,სოფელ ლაჯანასთან ჩახერგა საავტომობილო გზა.ადგილზე მობილიზებულია ტექნიკა,სამაშველო სამსახური.ამ დროისთვის მოხერხდა საავტომობილო გზის გახსნა.თუმცა,მეწყერი დინამიკაშია და ნებისმიერ დროს შესაძლოა ისევ შეიქმნას იგივე პრობლემა.
 ადგილზე განუწყვეტლად მიმდინარეობს მონიტორინგი,პროცესში სპეციალისტებთან და შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებთან ერთად უშუალოდ ჩართულია რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სამხარეო რწმუნებული პაპუნა მარგველიძე"-აღნიშნა ცაგერის მუნიციპალიტეტის მერმა ავთანდილ უგრეხელიძემ.

სიახლეები