სიახლეები

ცაგერში რამდენიმე საჯარო სკოლა 31 მარტიდან ონლაინ რეჟიმში მუშაობს

ცაგერის მუნიციპალიტეტში შექმნილი რთული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გამო, რამდენიმე საჯარო სკოლა 31 მარტიდან სწავლების ონლაინ რეჟიმზე გადავიდა, ამის შესახებ „რეგიონულ კვირას“ ცაგერის ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა თეა გურგუჩიანმა აცნობა. მისივე განმარტებით, გადაწყვეტილება სამხარეო, ადგილობრივი ხელისუფლების, ჯანდაცვის ცენტრის სპეციალისტების და რესურსცენტრის თანხმობით იქნა მიიღებული.
” ცაგერის საჯარო სკოლის უფროსკლასელს კორონა ინფექცია დაუდასტურდა, დიდი რისკია იმ სკოლებშიც, რომელთა პედაგოგებს თუ მოსწავლეებს ახლო შეხება აქვთ დაინფიცირებულებთან, ამიტომ, პრევენციის მიზნით ქალაქ ცაგერის, ქვედა ცაგერის,ლასურიაშის,ბარდნალისა და ჩხუტელის საჯარო სკოლები გადავიდა სწავლების ონლაინ რეჟიმზე“,-განაცხადა თეა გურგუჩიანმა.

სიახლეები