სიახლეები

დაიწყო მოსახლეობასთან შეხვედრები სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში

27 იანვარს სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში დასაფინანსებელი საპროექტო წინადადებების შერჩევის მიზნით ჩატარდა საერთო კრებები სოფელ ტვიშში,ქორენიშში,ორხვში,ლახეფაში,ალპანაში და აჭარაში.
მოსახლეობასთან შეხვედრაში მონაწილეობდნენ ცაგერის მუნიციპალიტეტის მერი ავთანდილ უგრეხელიძე,საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი გუგავა,სამხარეო ადმინისტრაციის წარმომადგენლები ლევან ცხვედიანი და ვახტანგ ლორთქიფანიძე,მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენლები.
კრებებზე მოსახლეობასთან შეთანხმებით მიღებულ იქნა შემდეგი გადაწყვეტილებები:
 სოფელ ტვიშში-გარე განათების მოწყობა,სოფელ ქორენიშში-გარე განათების მოწყობა,სოფელ ორხვში-წყლის სათავე ნაგებობის და მაგისტრალის შეკეთება,სოფელ ლახეფაში-შიდა სასოფლო გზაზე წყალგამტარი ცხაურის მოწყობა,სოფელ ალპანაში-საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილის შენობის დასრულება,სოფელ აჭარაში-გარე განათების მოწყობა.

სიახლეები