სიახლეები

მნიშვნელოვანი ინფორმაცია COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრის მსურველთათვის

მნიშვნელოვანი ინფორმაცია COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრის მსურველთათვის.
  რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის რეგიონში, ამჟამად, ვაქცინაცია ხორციელდება მხოლოდ ამბროლაურის საავადმყოფოში.
  ვაქცინაციისთვის რეგისტრაცია შესაძლებელია როგორც ონლაინ, ასევე კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრებში ჩართულ სამედიცინო დაწესებულებაში.
რეგისტრაციის პორტალი: https://booking.moh.gov.ge/
რეგისტრაციის ინსტრუქცია:
https://fb.watch/4c2mI8hKtj/
  თუ მოქალაქე თავად ვერ უზრუნველყოფს პორტალზე რეგისტრაციას დახმარებისათვის შეუძლია მიმართოს ამბროლაურის საავადმყოფოს, საზოგადოებრივ ჯანდაცვას, უბნის ექიმს ან რწმუნებულს.
  COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის შესახებ ინფორმაციის მისაღებად ცხელი ხაზი - 15 22 ყოველდღე, შაბათ-კვირის ჩათვლით, 09:00 საათიდან 23:00 საათამდე მუშაობს.
  COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ინფექციისაგან თავდაცვის ეფექტური და უსაფრთხო საშუალებაა!
  ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია, საზოგადოებრივი ჯანდაცვის უწყებები და კვალიფიციური ექიმები რეკომენდაციას უწევენ COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციას.

სიახლეები