სიახლეები

ცაგერში რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სამხარეო რწმუნებულმა პაპუნა მარგველიძემ, ცაგერის მუნიციპალიტეტის მერთან- ავთანდილ უგეხელიძესთან ერთად,სამუშაო შეხვედრა გამართა

შეხვედრას ესწრებოდნენ გუბერნატორის პირველი მოადგილე გიორგი მაქარაშვილი,მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს ხელმძღვანელი ქრისტინე კობახიძე,ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი გუგავა,მერის მოადგილე მიხეილ მეშველიანი,მერიის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელები,ეპიდემიოლოგები,სამართალდამცავები.
პანდემიის გამო არსებულ სიტუაციასთან დაკავშირებით ინფორმაცია მოისმინეს ეპიდემიოლოგებიდან.კოვიდით დაინფიცირების შემთხვევებმა ლეჩხუმში შედარებით მოიმატა,მაგრამ სიტუაცია მართვადია,საჭიროების შემთხვევაში ჯანდაცვის სამსახური მზადაა დამატებითი ღონისძიებების გასატარებლად.სამართალდამცავები მკაცრად გააკონტროლებენ დაწესებული რეგულაციების დაცვას.
მოქალაქეების პასუხისმგებლობით,ექიმების და ყველა უფლებამოსილი პირის ჩართულობით, ეპიდემიოლოგიური ვითარება მუნიციპალიტეტში კვლავ დასტაბილურდება.
პაპუნა მარგველიძემ ანგარიში მოისმინა განსახორციელებელი პროექტების შესახებ,აგრეთვე,გამოიკვეთა რამდენიმე ახალი ინფრასტრუქტურული პროექტი,რომლებიც გაჟღერდება ახლო მომავალში და რომელთა განხორციელება დაიწყება მიმდინარე წელს.
შეხვედრაზე ისაუბრეს ,,ნამოხვნჰესთან" დაკავშირებული რისკების და სარგებლის შესახებ.ამ საკითხთან დაკავშირებით მიღებული საბოლოო გადაწყვეტილება მისაღები და სასარგებლო უნდა იყოს ადგილობრივი მოსახლეობისთვის,ქვეყნისთვის.
შეხვედრაზე განიხილეს მუნიციპალიტეტში მიმდინარე სოციალური პროექტები,შეეხნენ იმ მნიშვნელოვან თემებს,რომლებიც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჩვენი რეგიონის მოსახლეობისათვის.