სიახლეები
07 აპრილი, 2021 ვაქცინაცია ქრონიკული დაავადებების მქონე პირებისთვის ხელმისაწვდომი ხდება
ვაქცინაციის საბჭოს გადაწყვეტილებით covid-19-ის ვაქცინით ასაცრელ პირთა წრე ფართოვდება და ვაქცინაციის პროცესში ჩართვა ქრონიკული დაავადების მქონე პირებსაც შეეძლებათ.
ასევე, ამოქმედდება ვებ პორტალი, რომელზე დარეგისტრირებაც ვაქცინაციის მსურველ ნებისმიერ მოქალაქეს შეეძლება.
პორტალზე მოქალაქეს ვაქცინებს შორის არჩევანის გაკეთებაც შეეძლებათ.
ამ დროისთვის ქვეყანაში ვაქცინაცია 14 207 ადამიანს ჩაუტარდა. 30 აპრილამდე კი 19 573 აცრაა დაჯავშნილი.
ვაქცინაციის პროცესში ამ ეტაპზე ჩართულია 24 სტაციონარული დაწესებულება.
http://stratcom.gov.ge/s/fe7d8
ვაქცინაციისთვის რეგისტრაცია შესაძლებელია როგორც ონლაინ, ასევე კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრებში ჩართულ სამედიცინო დაწესებულებში.
რეგისტრაციის პორტალი: https://booking.moh.gov.ge/
რეგისტრაციის ინსტრუქცია:
https://fb.watch/4c2mI8hKtj/
COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის შესახებ ინფორმაციის მისაღებად ცხელი ხაზი - 15 22 ყოველდღე, შაბათ-კვირის ჩათვლით, 09:00 საათიდან 23:00 საათამდე მუშაობს
COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ინფექციისაგან თავდაცვის ეფექტური და უსაფრთხო საშუალებაა!
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია, საზოგადოებრივი ჯანდაცვის უწყებები და კვალიფიციური ექიმები რეკომენდაციას უწევენ COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციას.


