სიახლეები
9 აპრილის ტრაგედიიდან 32 წელი გავიდა
9 აპრილის ტრაგედიიდან 32 წელი გავიდა.
ცაგერის ღვთისმშობლის მიძინების ტაძარში დაღუპულთა სულების მოსახსენიებელი პანაშვიდი აღავლინა ჭყონდიდის, ცაგერისა და ლენტეხის მიტროპოლიტმა სტეფანემ.
9 აპრილის მემორიალი გვირგვინით და ყვავილებით შეამკეს და თავისუფლებისათვის ბრძოლისთვის დაღუპულებს პატივი მიაგეს მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენლებმა,ლეჩხუმის საზოგადოებამ, წმინდა ილია მართლის სახელობის გიმნაზიის აღსაზრდელებმა.
თავისუფლებისათვის ბრძოლაში დაღუპული ყველა ადამიანი გმირია,ასეთ ადამიანებს არ ივიწყებს საშობლო.მათ მონაპოვარს კი გაფრთხილება სჭირდება თითოეული ქართველისა გან.


