სიახლეები

სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელი სამუშაოების შერჩევის მიზნით მოსახლეობასთან შეხვედრები გრძელდება

28 იანვარს სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში დასაფინანსებელი საპროექტო წინადადებების შერჩევის მიზნით მორიგი საერთო კრებები გაიმართა სოფელ საირმეში,ზოგიშში,ცაგერაში,სურმუშში.
მოსახლეობას შეხვდნენ მხარის გუბერნატორი არჩილ ჯაფარიძე,ცაგერის მუნიციპალიტეტის მერი ავთანდილ უგრეხელიძე,საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი გუგავა,სამხარეო ადმინისტრაციის და მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენლები.
განხილვის შედეგად გადაწყდა შემდეგი პროექტების განხორციელება:
სოფელ ზედა საირმეში-გარე განათების მოწყობა,სოფელ ქვედა საირმეში-გარე განათების მოწყობა,წყალსადენის სისტემის რეაბილიტაცია,სოფელ სურმუშში-სასმელი წყლის სისტემის რეაბილიტაცია,საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილის სარემონტო სამუშაოების ჩატარება,სოფელ ცაგერაში-საერთო სარგებლობის სახნავ-სათესი ადგილების შემოღობვა,სოფლის წისქვილის რეაბილიტაცია,სოფელ ზოგიშში-საცურაო აუზის კეთილმოწყობა.
შეხვედრები სოფლებში გრძელდება.

სიახლეები