სიახლეები

მუნიციპალიტეტის მერმა ავთანდილ უგრეხელიძემ ესტონეთის დელეგეციას უმასპინძლა

მუნიციპალიტეტის მერმა ავთანდილ უგრეხელიძემ და მერიის ეკონომიკისა და ქონების მართვის და სამსახურის უფროსმა რევაზ ახვლედიანმა ესტონეთის დელეგეციას უმასპინძლეს.
შეხვედრის მიზანს ორი ქვეყნის გამოცდილების გაზიარება წარმოადგენდა.
პროექტის ხელმძღვანელი ესტონეთის მთავრობის წარმომადგენელი ტინა ილსენი გახლავთ. ქალბატონი ტინამ განაცხადა, რომ პროექტის ერთ–ერთ მონაწილედ ცაგერის მუნიციპალიტეტი მერის-ავთანდილ უგრეხელიძის აქტიურობის შედეგად შეირჩა.
,,პირველ ეტაპზე მოხდება ორი ქვეყნის გამოცდილების გაზიარება და პრიორიტეტების დასახვა. დღეს სტუმრებს დავათვალიერებინებთ ლეჩხუმს,ისტორიულ მუზეუმს,მის ბუნებას, შემდეგ იგეგმება პროექტში მონაწილე მუნიციპალიტეტებისთვის ინფრასტრუქტურული და სოფლის მეურნეობის კუთხით აქტივობების დაფინანსება’’– აღნიშნა ცაგერის მუნიციპალიტეტის მერმა ავთანდილ უგრეხელიძემ.
დაგეგმილია მორიგი ოფიციალური შეხვედრა, რომელიც რამდენიმე დღეში წყალტუბოში გაიმართება, ესტონეთის დელეგაციისა და ცაგერის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის წარმომადგენლებს შორის.

სიახლეები