სიახლეები

ცაგერის მუნიციპალიტეტის მერიაში, მუნიციპალიტეტის მერი ავთანდილ უგრეხელიძე ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასის საქართველოს წარმომადგენლობას შეხვდა

ცაგერის მუნიციპალიტეტის მერიაში, მუნიციპალიტეტის მერი ავთანდილ უგრეხელიძე ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასის საქართველოს წარმომადგენლობას შეხვდა.
ჩეხეთის კარიტასი უკვე მეოთხე წელია აქტიურად უწევს მხარდაჭერას საქართველოს მუნიციპალიტეტებს ნარჩენების მართვის მდგრადი მოდელის შემუშავებისა და დანერგვის პროცესში.მათ შორისაა უკვე ცაგერის მუნიციპალიტეტიც.
პროექტს ფინანსურად მხარს უჭერს ლიეტუვას და სლოვაკეთის მთავრობები.
ცაგერის მუნიციპალიტეტი მზადაა აღნიშნული პროექტის განხორციელებაში თანამშრომლობისთვის.
პროექტი ,,ნარჩენების მდგრადი მართვისა და გადამუშავების პრაქტიკის ხელშეწყობა რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის რეგიონში" მხარდაჭერილია ლიეტუვას მთავრობის მიერ.

სიახლეები