სიახლეები

22 აპრილი დედამიწის საერთაშორისო დღეა!

22 აპრილი დედამიწის საერთაშორისო დღეა!
ყოველწლიურად, 22 აპრილს, გაეროს გენერალური ასამბლეის დადგენილებით, დედამიწის დღე აღინიშნება.
პირველად ეს დღე 1970 წელს აღინიშნა, როცა ცნობილი ამერიკელი გარემოსდამცველი სენატორის, გეილორდ ნელსონის მოწოდებით 20 მილიონი ამერიკელი გამოვიდა დედამიწის დასაცავად.
დედამიწის დღე მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური გარემოსდაცვითი ღონისძიებაა, რომლშიც ყოველ წელს მსოფლიოს ორასამდე ქვეყნის ათასობით ორგანიზაცია და მილიონობით მოხალისე მონაწილეობს.

სიახლეები