სიახლეები

ესტონეთის ოფიციალურმა დელეგაციამ ცაგერის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებსა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს ,,წყალტუბო პლაზაში" უმასპინძლა.

ესტონეთის ოფიციალურმა დელეგაციამ ცაგერის მუნიციპალიტეტის მერს ავთანდილ უგრეხელიძეს,საკრებულოს თავმჯდომარეს გიორგი გუგავა, ადგილობრივი თვითმმართველობისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს ,,წყალტუბო პლაზაში" უმასპინძლა.
შეხვედრას ესწრებოდა ,,საქართველოში ძალადობისგან დაცვის ეროვნული ქსელის „ ხელმძღვანელი ნატო შავლაყაძე.
 ,,პროექტის განკარგვა ადგილობრივ დონეზე: გამჭვირვალე მმართველობა“– ხორციელდება აღმოსავლეთ პარტნიორობის ესტონეთის ცენტრისა და ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს დაფინანსებით.
პროექტის მიზანს წარმოადგენს ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის თანამშრომლობის ფარგლებში მოკლე და გრძელვადიანი სტრატეგიების შემუშავება.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს მუციპალიტეტებისგან შერჩეულ ოთხ მუნიციპალიტეტებს შორის ერთ-ერთი ცაგერის მუნიციპალიტეტია.
სემინარზე მუნიციპალიტეტის მერმა ავთანდილ უგრეხელიძემ და ესტონური დელეგაციის ხელმღვსნელმა ტინა ილსენმა ხელი მოაწერეს თანამშრომლობისა და პარტნიორობის შესახებ შეთანხმებას.
სტუმრებმა პანელური დისკუსიის ფარგლებში ისაუბრეს ესტონეთის ეკონომიკური და სოციალური წინსვლის საკითხებზე.
შეხვედრის ბოლოს ესტონეთის დელეგაციამ კიდევ ერთხელ მადლობა გადაუხადა მუნიციპალიტეტის მერს ავთანდილ უგრეხელიძეს ნაყოფიერი და საინტერესო თანამშრომლობისთვის.
მხარეთა თანამშრომლობა და საქმიანი შეხვედრები მომავალშიც გაგრძელდება.

სიახლეები