სიახლეები
,,სოფლის მხარდამჭერი პროგრამის’’ შესასრულებელი სამუშაოების შერჩევის მიზნით საერთო კრებები გრძელდება
სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში დასაფინანსებელი საპროექტო წინადადებების შერჩევის მიზნით სოფლის საერთო კრებები გრძელდება .30 იანვარს შეხვედრები გაიმართა სოფელ ღვირიშში,ნაკურალეშში,ცხუკუშერში,ნასპერში,უცხერში,სანორჩში.
შეხვედრაში მონაწილეობდნენ ცაგერის მუნიციპალიტეტის მერი ავთანდილ უგრეხელიძე,საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი გუგავა,მერის პირველი მოადგილე გიორგი მახათაძე,საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე რევაზ ხეცურიანი,სამხარეო ადმინისტრაციის წარმომადგენლები ლევან ცხვედიანი და ვახტანგ ლორთქიფანიძე.
განხილვის შედეგად გადაწყდა შემდეგი პროექტების განხორციელება:
სოფელ ქვედა ღვირიშში-საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილზე დამხმარე ნაგებობის კეთილმოწყობა,ზედა ღვირიშში-საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილის რემონტი,წყლის სათავე ნაგებობის და მაგისტრალური მილის მოწყობა;სოფელ ნაკურალეშში-სოფელში დიდგორის ტერიტორიაზე დასასვენებელი სკვერის მოწყობა,მუნიციპალიტეტის ბალანსზე არსებული დენის წისქვილის აბონენტად აყვანა;სოფელ ცხუკუშერში- სასმელი წყლის სისტემის მოწესრიგება;სოფელ ნასპერში-საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილზე არსებული შენობის სარემონტო სამუშაოების ჩატარება;სოფელ სანორჩში-სოფლის წყაროს კეთილმოწყობა;სოფელ უცხერში-სამედიცინო ამბულატორიისა და ბიბლიოთეკის შენობის გამაგრებითი სამუშაოების ჩატარება.


