სიახლეები

ცაგერის სტადიონზე ჩატარდა ლეგენდარული მორაგბის, სპორტის დამსახურებული ოსტატის, სერგო უგრეხელიძის სახელობის რაგბის რეგიონალური ფესტივალი

ცაგერის სტადიონზე ჩატარდა ლეგენდარული მორაგბის, სპორტის დამსახურებული ოსტატის, სერგო უგრეხელიძის სახელობის რაგბის რეგიონალური ფესტივალი, რომელიც საქართველოს რაგბის ფედერაციის დასავლეთ საქართველოს კოორდინატორის ზურაბ შავგულიძის ხელმძღვანელობის და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის მხარდაჭერით ჩატარდა კოვიდ -19 რეგულაციების დაცვით.
 ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო თერჯოლის, ქუთაისის, ტყიბულის, ქობულეთის(ჩაქვი) ლანჩხუთის, საჩხერის, ჭიათურის, ცაგერის, ლენტეხის 10-12 წლამდე ასაკის ჭაბუკთა 26-გუნდმა.
 სათამაშო მინდორი 4 ნაწილად იყო გაყოფილი და ერთდროულად მიმდინარეობდა შეჯიბრებები 4 სხვადასხვა მოედანზე.
სარაგბო ფესტივალს ესწრებოდნენ მუნიციპალიტეტის მერი ავთანდილ უგრეხელიძე და საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი გუგავა.
უნდა აღინიშნოს ღონისძიების ორგანიზებაში მერიის, განათლების, კულტურის და სპორტის სამსახურის , ა(ა)იპ კომპლექსური სპორტული სკოლის და ა(ა)იპ საფეხბურთო კლუბის აქტიური მონაწილეობა.

სიახლეები