სიახლეები

გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), ავსტრიისა (ADA) და შვეიცარიის (SDC) განვითარების სააგეტოებისა და საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მხარდაჭერით, ბათუმში გაიმართა სამუშაო შეხვედრა

გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), ავსტრიისა (ADA) და შვეიცარიის (SDC) განვითარების სააგეტოებისა და საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მხარდაჭერით, ბათუმში გაიმართა სამუშაო შეხვედრა მუნიციპალიტეტებში ადგილობრივი ეკონომიკურ განვითარებაზე პასუხისმგებელ პირებთან.
შეხვედრაზე განიხილებოდა რეგიონის განვითარების სტრატეგიული პრიორიტეტები, როგორიც არის ადგილობრივი ხელისუფლების როლი ინვესტიციების ზრდაში, კერძო და საჯარო თანამშრომლობის შესაძლებლობების დადგენა, ბიზნეს გარემოს გაუმჯობესების ინიციატივები და სხვა.
 შეხვედრას უძღვებოდნენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე- მზია გიორგობიანი, UNDP ექსპერტ კონსულტანტი- მაია ცქიტიშვილი, UNDP FRLD 2 პროექტის მენეჯერი- თიკო ტყეშელაშვილი, UNDP FRLD 2 ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების კოორდინატორი- ოთარ კონჯარია.
აღნიშნულ სამუშაო შეხვედრას ესწრებოდნენ, რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე- გიორგი მაქარაშვილი, მოადგილე ლაშა ჭიჭინაძე და მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელი პირები, ასევე გურიის რეგიონის სახელმწიფო რწმუნებული- გიორგი სახოკია.

სიახლეები