სიახლეები

ცაგერის მუნიციპალიტეტში არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ ჩატარდა შეხვედრა თემაზე ,,ახალი ხედვები საჯარო მმართველობის რეფორმის გატარების პროცესში,მოსახლეობის საჭიროებათა დასანერგად

დღეს ცაგერის მუნიციპალიტეტში მოქმედი ა/ა/იპი ,,ქალთა უფლებებისა და თანასწორობის ცენტრის'' და ,,აქტიური მოქალაქე-ანგარიშვალდებული ხელისუფლების" (ხელმძღვანელები:მარინე სვანიძე,მზევინარ ლიპარტელიანი)მიერ ჩატარდა პროქტის: ,,გურიის,იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების საერთო ფორუმი საჯარო მმართველობის რეფორმის საგზაო რუკის მონიტორინგის მიზნით"- განხილვა.
თემა გახლდათ ,,ახალი ხედვები საჯარო მმართველობის რეფორმის გატარების პროცესში,მოსახლეობის საჭიროებათა დასანერგად".
შეხვედრაზე მოხსენებები გააკეთეს მარინე სვანიძემ,მზევინარ ლიპარტელიანმა,მერიის და საკრებულოს წარმომადგენლებმა-მირზა ქომეთიანმა და გოჩა მეგრელმა.
შეხვედრა დისკუსიის ფორმატში წარიმართა. შეხვედრას ესწრებოდნენ ორგანიზაციის კურატორები ანჟელა ჩიხლაძე და ნატრული ნაჭყებია.
აღნიშნული პროექტი კარგი მაგალითია სამოქალაქო საზოგადოებისა და თვითმმართველობის ორგანოების თანამშრომლობისა,რაც,საბოლოო ჯამში,საზოგადოების მდგომარეობასა და ინფორმირებულობაზე დადებითად უნდა აისახოს.

სიახლეები