სიახლეები

ცაგერის სტადიონზე გაიმართა იმერეთის ღია პირველობის მიმდინარე სეზონის პირველი შეხვედრა ფეხბურთში

ცაგერის სტადიონზე გაიმართა იმერეთის ღია პირველობის მიმდინარე სეზონის პირველი შეხვედრა ფეხბურთში ჭაბუკთა გუნდებს შორის -ცნობილი ქართველი ფეხბურთელის ჯუმბერ ხაჟალიას სახელობის თასზე.
ცაგერის ,, ხვამლი" მასპინძლობდა ხაშურის ,,ივერიას".
დაძაბული შეხვედრა დამთავრდა ,,ხვამლის "გამარჯვებით 1:0. ბურთი თამაშის მე16-წუთზე გაიტანა ზურა კოპალიანმა.
მასპინძლებმა ეს გამარჯვება მეორე მსოფლიო ომში დაღუპული გმირების ხსოვნას მიუძღვნეს.

სიახლეები