სიახლეები

ცაგერის მუნიციპალიტეტში 9 მაისი, ქვეყანაში პანდემიით შექმნილი მდგომარეობის გამო,მოკრძალებულად აღინიშნა.

რაჭა-ლეჩხუმისა და სვანეთის მაჟორიტარმა დეპუტატმა გოჩა ენუქიძემ,სამხარეო რწმუნებულმა პაპუნა მარგველიძემ,ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი გუგავამ,მერის მოადგილეებმა გვირგვინით და ყვავილებით შეამკეს ,,შინ მოუსვლელთა მემორიალი" ქალაქ ცაგერში.პატივი მიაგეს იმ გმირების ხსოვნას,რომლებიც შეეწირნენ მეორე მსოფლიო ომს,სრულიად ახალგაზრდები,რომელნიც ,,ჭაბუკები დარჩნენ მარად".
სამწუხაროდ,ლეჩხუმში ომის არცერთი ვეტერანი აღარ დაგვრჩა ცოცხალი. მეორე მსოფლიო ომის მონაწილე უკანასკნელი ლეჩხუმელი გმირი ვენედიქტე კაბოსნიძეც გარდაიცვალა.
ცაგერის მუნიციპალიტეტში 9 მაისი, ქვეყანაში პანდემიით შექმნილი მდგომარეობის გამო,მოკრძალებულად აღინიშნა.
გილოცავთ ფაშიზმზე გამარჯვების დღეს!

სიახლეები