სიახლეები

რივში ახალგაზრდებს შორის 90 კილოგრამ წონით კატეგორიაში მესამე საპრიზო ადგილი და ბრინჯაოს მედალი მოიპოვა დათო ზურაბიანმა

ქალაქ თბილისში ჩატარდა საქართველოს პირველობა კრივში ახალგაზრდებს შორის.
 ასპარეზობაში მონაწილეობა მიიღო ცაგერის კომპლექსური სასპორტო სკოლის გუნდმა(მწვრთნელები:ზურაბ სვანიძე,დავით კოპალიანი).
90 კილოგრამ წონით კატეგორიაში მესამე საპრიზო ადგილი და ბრინჯაოს მედალი მოიპოვა დათო ზურაბიანმა (სოფ.ქვედა ცაგერი).
დღეს ცაგერის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ ერასტი მეტრეველმა მერიაში უმასპინძლა გამარჯვებულ დათო ზურაბიანს მწვრთნელებთან ერთად.
,,ძალიან მოხარული ვართ დათოს წარმატებისა,აღსანიშნავია,რომ 70-იანი წლების შემდეგ სპორტის ამ სახეობაში ჩვენს მუნიციპალიტეტს გამარჯვებული არ ყოლია.ეს მწვრთნელების დიდი დამსახურებაა.ვულოცავთ გამარჯვებას ჩვენს მოკრივე ვეს,მომავალში დიდ წარმატებებს ვუსურვებთ.ჩვენი მხრიდან კი თანადგომის და მხარდაჭერისთვის გვაქვს მზაობა"-აღნიშნა ერასტი მეტრეველმა.

სიახლეები