სიახლეები

,,სოფლის მხარდამჭერი პროგრამით’’ შესასრულებელი სამუშაოების შერჩევის მიზნით კრებები გაიმართა სოფელ ლაილაშში, თაბორში, ღუში, გაგულეჩში, ლაჯანაში

29 იანვარს სოფლის საერთო კრებები გაიმართა სოფელ ლაილაშში, თაბორში, ღუში, გაგულეჩში, ლაჯანაში.
მოსახლეობას შეხვდნენ მხარის გუბერნატორი არჩილ ჯაფარიძე, ცაგერის მუნიციპალიტეტის მერი ავთანდილ უგრეხელიძე, საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი გუგავა, მერის მოადგილეები გიორგი მახათაძე და მიხეილ მეშველიანი.
მოსახლეობასთან შეთანხმებით სოფლის მხარდაჭერის პროგრამით დაფინანსდება შემდეგი პროექტები:
 სოფელ ლაილაშში-სანიაღვრე არხის მოწყობა,საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილზე სასმელი წყლის მიყვანა;
სოფელ ლაჯანაში-გარე განათების მოწყობა;
სოფელ გაგულეჩში-სანიაღვრე არხის მოწყობა.
ხმათა თანაბრად გაყოფის გამო მუნიციპალიტეტის მერის გადაწყვეტილებით:
სოფელ თაბორში  შესრულდება სასმელი წყლის რეაბილიტაციის სამუშაოები.
სოფელ ღუში შესრულდება თავშეყრის ადგილის სარეაბილიტაციო სამუშაეოები.

სიახლეები