სიახლეები

ცაგერის მუნიციპალიტეტის მერიაში მორიგი სამუშაო თათბირი ჩატარდა.

ცაგერის მუნიციპალიტეტის მერიაში მორიგი სამუშაო თათბირი ჩატარდა.
თათბირს მერის პირველი მოადგილე ერასტი მეტრეველი და მერიის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელები ესწრებოდნენ.
მუნიციპალიტეტის მერმა ავთანდილ უგრეხელიძემ ისაუბრა მიმდინარე და ახალი ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ.აღნიშნა,რომ გადაწყვეტის პროცესშია რამდენმე ინფრასტრუქტურული პროექტი,რომლებიც ძალზედ მნიშვნელოვანია ლეჩხუმისათვის.
მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების წარმატებით განხორციელებისათვის კონტროლი მერმა დაავალა შესაბამისი სამსახურების ხელმძღვანელებს.
თათბირზე განიხილეს დამოუკიდებლობის დღისათვის მიძღვნილი განსახორციელებელი ღონისძიებები,რაც ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების სრული დაცვით უნდა ჩატარდეს.
მერმა ანგარიში მოისმინა თითოეული სამსახურის ხელმძღვანელისგან,მათ შორის სოციალური პროექტების შესახებ,აგრეთვე,საფინანსო-საბიუჯეტო,ეკონომიკის და კულტურის სამსახურებიდან.მისცა მათ მითითებები და კონკრეტული დავალებები.

სიახლეები