სიახლეები

სახელმწიფო რწმუნებულმა ცაგერისა და ლენტეხის მუნიციპალიტეტებში ახლად დანიშნული მოადგილე წარადგინა

რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა პაპუნა მარგველიძემ მაჟორიტარ დეპუტატთან გოჩა ენუქიძესთან ერთად, ცაგერისა და ლენტეხის მუნიციპალიტეტებში ახლად დანიშნული მოადგილე, თემურ ჩანქსელიანი მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელ პირებსა და სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებს წარუდგინა.
ცაგერის მუნიციპალიტეტში წარდგენას ესწრებოდნენ მუნიციპალიტეტის მერი ავთანდილ უგრეხელიძე,საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი გუგავა,მერის პირველი მოადგილე ერასტი მეტრეველი და თვითმმართველობის წარმომადგენლები.
თემურ ჩანქსელიანი სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილედ მიმდინარე წლის 7 მაისს დაინიშნა. მას საჯარო სამსახურში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს.
სახელმწიფო რწმუნებულმა პაპუნა მარგველიძემ და მაჟორიტარმა დეპუტატმა გოჩა ენუქიძემ კიდევ ერთხელ, თემურ ჩანქსელიანს წარმატებები და ნაყოფიერი მუშაობა უსურვეს.
შეხვედრაზე ასევე იმსჯელეს დაგეგმილი და მიმდინარე პროექტების შესახებ. განიხილეს ახალ პროექტებზე გამოსაცხადებელი სატენდერო პროცედურებთან დაკავშირებული საკითხები, აქცენტი გაკეთდა პროექტების დროულად და ხარისხიანად შესრულებაზე, ინფრასტრუქტურული სამუშაოების პროცესში გამოვლენილი ხარვეზებისა და მათი უმოკლეს ვადებში გამოსწორების აუცილებლობაზე.

სიახლეები