სიახლეები

ცაგერის მუნიციპალიტეტის მერი საქართველოს მოსახლეობას დამოუკიდებლობას დღეს ულოცავს

ცაგერის მუნიციპალიტეტის მერი, ავთანდილ უგრეხელიძე საქართველოს მოსახლეობას დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.
„საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ვულოცავ სრულიად საქართველოს,ჩემს ძვირფას ლეჩხუმს და ლეჩხუმელებს! 1918 წლის 26 მაისს ჩვენმა ქვეყანამ დიდი ბრძოლის და ძალისხმევის შედეგად მოიპოვა ნანატრი დამოუკიდებლობა და ეს დღე ოქროს ასოებით ჩაიწერა საქართველოს ისტორიაში. თუმცა, კვლავ ბრძოლაშია ჩვენი სამშობლო, კვლავ ახალი გამარჯვებების მოლოდინშია – დროებით დაკარგული ტერიტორიების დაბრუნების მოლოდინში. აქამდეც და ამის შემდეგაც ქვეყნის მთლიანობისათვის მებძოლი და თავგანწირული მრავალი გმირი შეემატა ჩვენს სამშობლოს. დღეს მერაბ კოსტავას დაბადების დღეცაა, ეროვნული გმირის,რომელსაც ლომის წილი უდევს საქართველოს დამოუკიდებლობისათვის ბრძოლაში.
ჩვენ უფალება არ გვაქვს დავიწყებას მივცეთ გმირები,პატივი არ მივაგოთ მათ. პატივი არ ვცეთ ჩვენს საამაყო წარსულს, ისტორიას. განსაკუთრებით ვულოცავ ქართულ ჯარს დამოუკიდებლობის დღეს!
დღევანდელ დღეს სახალხო ზეიმით და განსაკუთრებული სიყვარულით აღნიშნავდა ლეჩხუმი, თუმცა,პანდემიურმა მდგომარეობამ წელს არ მოგვცა ამის საშუალება. მიუხედავად ამისა, მიუხედავად სხვადასხვა პრობლემებისა,თითოეული ჩვენთაგანისათვის ამაღლებული დღეა 26 მაისი. ვისურვებდი, ხვალინდელი დღე უკეთესი იყოს თითოეული ლეჩხუმელისათვის, თითოეული ჩვენი მხარის მაცხოვრებლისათვის,თითოეული ქართველისათვის. გილოცავთ და გისურვებთ გამთლიანებულ, ძლიერ, მშვიდობიან საქართველოში ცხოვრებას!“, – განაცხადა ცაგერის მუნიციპალიტეტის მერმა.

სიახლეები