სიახლეები

არასამთავრობო ორგანიზაცია ICSU- ,,დამოუკიდებელ ბავშვთა და სტუდენტთა გაერთიანების" წარმომადგენლებმა ცაგერის მუნიციპალიტეტის მერიაში შეხვედრა გამართეს

არასამთავრობო ორგანიზაცია ICSU- ,,დამოუკიდებელ ბავშვთა და სტუდენტთა გაერთიანების" წარმომადგენლებმა ცაგერის მუნიციპალიტეტის მერიაში შეხვედრა გამართეს.
შეხვედრაზე განიხილეს მათ მიერ მუნიციპალიტეტის ახალგაზრდობის ჩართულობით განხორციელებული არაერთი პროექტი.
იმსჯელეს მსგავსი ტიპის პროექტების მნიშვნელობაზე.
შეხვედრაზე წარმოადგინეს ახალი პროექტი ,,განავითარეს შენი რეგიონი",რომელიც ხელს შეუწყობს ტურიზმის განვითარებას და ახალგაზრდებს მისცემს შესაძლებლობას,თავად მიიღონ მონაწილეობა რეგიონისთვის სასიკეთო პროცესებში.
შეხვედრას ესწრებოდნენ ცაგერის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე მიხეილ მეშველიანი,მერიის განათლების,კულტურის და სპორტის სამსახურის უფროსი გიორგი კვირიკაშვილი.მოსწავლე-ახალგაზრდობის წარმომადგენლები.
მიხეილ მეშველიანმა მადლობა გადაუხადა ,,დამოუკიდებელ ბავშვთა და სტუდენტთა გაერთიანების" წარმომადგენლებს მათი საქმიანობისათვის და გამოთქვა მზაობა სამომავლო თანამშრომლობისათვის

სიახლეები