სიახლეები

ცაგერის მუნიციპალიტეტში 31 მაისის საღამოს მოსულმა უხვმა ნალექმა, სეტყვამ და ქარიშხალმა განსაკუთრებული პრობლემები შექმნა ქალაქ ცაგერში.

ცაგერის მუნიციპალიტეტში 31 მაისის საღამოს მოსულმა უხვმა ნალექმა, სეტყვამ და ქარიშხალმა განსაკუთრებული პრობლემები შექმნა ქალაქ ცაგერში.
დაიტბორა საცხოვრებელი სახლები,დაზიანდა მრავალბინიანი და კერძო სახლების,დაწესებულებების სახურავები,მათ შორის, სპოტული კომპლექსის შენობის.განადგურდა ნარგავები და ვენახები.ქარიშხალმა გადატეხა მრავალწლიანი ხეები.
ცაგერის მუნიციპალიტეტის მერმა ავთანდილ უგეხელიძემ,მერის მოადგილემ ერასტი მეტრეველმა,საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი გუგავამ და შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლებმა ადგილზე შეისწავლეს სიტუაცია.
შექმნილია სტიქიის შედეგად გამოწვეული ზარალის შემსწავლელი კომისია.
კომისია დაითვლის მოსახლეობისთვის მიყენებულ ზარალს და შესაძლებლობის ფარგლებში დაეხმარება სტიქიით დაზარალებულებს.

სიახლეები