სიახლეები
სასიამოვნო სიახლე სტუდენტებისთვის
სასიამოვნო სიახლე სტუდენტებისთვის
2 ივნისს ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ყველა დეპუტატმა ერთხმად დაუჭირა მხარი პროგრამას "წარმატებული სტუდენტების წახალისება".პროექტის ავტორი და ინიციატორი გახლავთ ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე მარიკა კოპალიანი.
პროექტი ითვალისწინებს იმ სტუდენტების წახალისებას, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან ცაგერის მუნიციპალიტეტში, სწავლობენ საქართველოს აკრედიტირებულ უმაღლეს სასწავლებლებში, პირველ და მეორე საფეხურზე და არიან "ა" კატეგორიის სტუდენტები(91 ქულა და მეტი).
წახალისება შეადგენს წელიწადში 400 ლარს,ხოლო სოციალურად დაუცველი, ობოლი და მრავალშვილიანი ოჯახების წარმომადგენელი სტუდენტების-წელიწადში 600 ლარს.
თანხის მისაღებად სტუდენტმა კომისიას უნდა წარუდგინოს:
ა) განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე.
ბ)ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის ცნობა საცხოვრებელი ადგილიდან.
გ)ორი რეკომენდაცია ფაკულტეტის ლექტორისა და დეკანატისაგან.
დ)აკადემიური მოსწრების ფურცელი.
ე) საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი.
ვ) დევნილის შემთხვევაში ცნობა რეგისტრაციის შესახებ.
ზ)პირადი საბანკო ანგარიშები.
თ)სოციალურად დაუცველმა,ობოლმა და მრავალშვილიანი ოჯახების სტუდენტებმა, დამატებით უნდა წარმოადგინონ დოკუმენტაცია (სარეიტინგო ქულა,მშობლის გარდაცვალების მოწმობა,მრავალშვილიანი ოჯახის დამადასტურებელი ცნობა და ა.შ)
ი) მაღალმთიანობის სტატუსი
2020-2021 სასწავლო წლის პირველი და მეორე სემესტრების შედეგების შესახებ ინფორმაცია ცაგერის მუნიციპალიტეტის მერიაში წარმოდგენილ უნდა იქნას 2021 წლის 30 სექტემბრამდე.
ერთიან ეროვნულ გამოცდებში მიღებული 100% გრანტის მქონე სტუდენტებისთვის ერთჯერადი ფინანსური წახალისება, ითვალისწინებს ცაგერის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული საჯარო და კერძო სკოლის კურსდამთავრებულთათვის წახალისებას,რომლებიც ერთიანი ეროვნული გამოცდების საფუძველზე ჩაირიცხნენ საქართველოში აკრედიტირებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში და მოიპოვეს სახელმწიფო გრანტი 100%. ერთ კურსდამთავრებულზე გასაცემი ჯილდო შეადგენს 1000 ლარს.
წარმოსადგენი საბუთები:
ა)განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე.
ბ)საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი.
გ)დევნილის შემთხვევაში ცნობა რეგისტრაციის შესახებ.
დ)მაღალმთიანობის სტატუსი.
ე) პირადი საბანკო რეკვიზიტები.
ვ)ამონაწერი 100% გრანტის მოპოვების შესახებ.
პროექტს მხარი დაუჭირა ცაგერის მუნიციპალიტეტის მერმა ავთანდილ უგრეხელიძემ. სტატისტიკური მონაცემების მოპოვებისთვის პროექტის ავტორთან აქტიურად ითანამშრომლა ცაგერის საგანმანათლებლო რესურს-ცენტრის უფროსმა ირაკლი სილაგაძემ.
წარმატებებს ვუსურვებთ ჩვენს სტუდენტებს!