სიახლეები

მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობა პროექტის ‘’გრეტა'-ს წარმომადგენლებს შეხვდა

ცაგერის მუნიციპალიტეტის მერი ავთანდილ უგრეხელიძე,მერის პირველ მოადგილესთან-ერასტი მეტრეველთან და საკრებულოს თავმჯდომარესთან- გიორგი გუგავასთან ერთად,პროექტის ‘’გრეტა/მწვანე ეკონომიკა: მდგრადი სამთო ტურიზმი და ორგანული სოფლის მეურნეობა (GRETA)’’ პროგრამის მენეჯერს ირაკლი კუციას და პროექტის ჯგუფის ხელმძღვანელს სიგრუნ ანდრესდოტირს შეხვდა.
აღნიშნული პროექტი რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში ხორციელდებოდა ევროკავშირის მხარდაჭერით და გამიზნული იყო მდგრადი სამთო ტურიზმის და ორგანული სოფლის მეურნეობის განსავითარებლად, თუმცა პანდემიით გამოწვეულმა სიტუაციამ მოახდინა პროექტის შეფერხება, რაც უარყოფითად აისახა პროექტით დაინტერესებულ პირებზე.
ავთანდილ უგრეხელიძემ ისაუბრა იმ პრობლემებსა და კომუნიკაციის ნაკლებობაზე,რაც პროექტის პირველ ეტაპზე სდევდა თან.სთხოვეს სტუმრებს გასაგებად და მკაფიოდ მიიტანონ მოსახლეობომდე საგრანტო პირობები,რაც,საბოლოოდ, დადებითად აისახება შედეგზე.   
შეხვედრას ესწრებოდნენ მერიის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელები.

სიახლეები