სიახლეები

ცაგერის მუნიციპალიტეტის მერიაში ჩატარდა სოციალურ საკითხთა განმხილველი საბჭოს სხდომა

ცაგერის მუნიციპალიტეტის მერიაში ჩატარდა სოციალურ საკითხთა განმხილველი საბჭოს სხდომა /თავმჯდომარე-მერის მოადგილე მიხეილ მეშველიანი/.
საბჭოს წევრების მსჯელობის შედეგად,კანონის შესაბამისად,დაკმაყოფილდნენ ბენეფიციარები,რომელთაც წარმოდგენილი ჰქონდათ ოპერაციის,ძვირადღირებული გამოკვლევების ჩატარების,ონკოლოგიური და სხვადასხვა მძიმე დაავადებების,სოციალურად დაუცველობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია.
სულ დაკმაყოფილდა 103 ბენეფიციარის განცხადება,გასაცემი თანხა შეადგენს 25 222 ლარს.
განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ადამიანებზე,რომელთაც გადატანილი აქვთ მძიმე ოპერაციები,აგრეთვე,რომლებიც დაავადებული არიან ქრონიკული დაავადებებით.

სიახლეები