სიახლეები

აგერის N 1საბავშვო ბაღში გამოშვების ზეიმი რეკომენდაციების დაცვით,მოკრძალებულად,მაგრამ ძალიან ლამაზად აღინიშნა

ცაგერის N 1საბავშვო ბაღში გამოშვების ზეიმი რეკომენდაციების დაცვით,მოკრძალებულად,მაგრამ ძალიან ლამაზად აღინიშნა.
საგანგებოდ მორთულ ეზოში,საზეიმოდ მოკაზმულმა პატარა გოგო-ბიჭებმა მუსიკალური ნომრებით,ცეკვით და თავიანთი შემოქმედებით დაუვიწყარი სანახაობა წარმოგვიდგინეს.
პატარების მომზადებაში განუსაზღვრელია პედაგოგების წვლილი,ესენი გახლავთ :ლია საღინაძე,ნათია კოპალიანი,მაკა დავითულიანი,ბაღის გამგე ცარო გუგავა,რომელმაც ზეიმის დასასრულს გზა დაულოცა თავის აღზრდილებს სკოლისაკენ.
პატარებს გზა დაულოცეს და საჩუქრები გადასცეს ცაგერის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ მიხეილ მეშველიანმა და სკოლამდელი და სკოლის გარეშე სააღმზრდელო ცენტრის ხელმძღვანელმა მარინა ბურჯალიანმა.
ვულოცავთ ჩვენს ბავშვებს ამ ლამაზ დღეს და ბედნიერ მომავალს ვუსურვებთ!

სიახლეები