სიახლეები

18 ივნისს 12:00 საათზე ქალაქ ონში, დ.აღმაშენებლის მოედანზე, გაიმართება სამეწარმეო-საინვესტიციო ფორუმი.

მიმდინარე წლის 18 ივნისს 12:00 საათზე ქალაქ ონში, დ.აღმაშენებლის მოედანზე, გაიმართება სამეწარმეო-საინვესტიციო ფორუმი.
მოწვეული მომხსენებელები ისაუბრებენ რეგიონის სამეწარმეო და საინვესტიციო შესაძლებლობებსა და გამოწვევებზე. ფორუმის ბოლოს გაიმართება რეგიონის მასშტაბით ოთხივე მუნიციპალიტეტიდან მოწვეული ადგილობრივი მეწარმეების პროდუქციის გამოფენა გაყიდვა.
ფორუმი ტარდება ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველოს (LDA), „რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთის მხარის განვითარების ინიციატივის“ და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მიერ, შვეიცარიის განვითარების და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC), ავსტრიის განვითარების თანამშრომლობისა (ADC) და საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს (MRDI) მხარდაჭერით და რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციასთან თანამშრომლობით მიმდინარე „რეგიონული და ადგილობრივი განვითარების ხელშეწყობა, ფაზა 2“ (FRLD 2) პროექტის ფარგლებში.

სიახლეები