სიახლეები

ახალგაზრდული ორგანიზაცია PBI იწვევს 16-დან 30 წლამდე ახალგაზრდებს პროექტში „ახალგაზრდები თვითმმართველობისთვის - ცაგერი“ მონაწილეობის მოსაღებად

ახალგაზრდული ორგანიზაცია PBI-ის წევრებისაგან შემდგარი საინიციატივო ჯგუფი იწვევს ცაგერის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ, 16-დან 30 წლამდე ახალგაზრდებს პროექტში „ახალგაზრდები თვითმმართველობისთვის - ცაგერი“ მონაწილეობის მოსაღებად.
პირველ ეტაპზე, ტრენინგ-კურსის მეშვეობით, მოხდება ახალგაზრდების თეორიული ცოდნის ამაღლება ადგილობრივი თვითმმართველობის საკითხებზე, პოლიტიკურ იდეოლოგიებსა და მედიის როლზე სამოქალაქო საზოგადოების მშენებლობის პროცესში.
მეორე ეტაპზე წარმატებულ მონაწილეებს მიეცემათ შესაძლებლობა ტრენინგ-კურსის მეშვეობით მიღებული ცოდნა გამოიყენონ პრაქტიკაში - ადგილობრივ საკრებულოში პრაქტიკული საქმიანობის განხორციელების გზით.
ტრენინგ-კურსის ყველა მონაწილე მიიღებს ორენოვან სერთიფიკატს, ხოლო წარმატებულ მონაწილეებს გადაეცემათ საჩუქრები.
რეგისტრაციის ბოლო ვადაა 17 ივნისი, 23:59 საათი.
მსურველებმა უნდა შეავსონ აპლიკაცია, რომლის საფუძველზეც მოხდება მონაწილეთა შერჩევა. აპლიკაცია იხილეთ მითითებულ ბმულზე:
https://forms.gle/af8JQojy87CJj2yF9
დამატებითი ინფორმაციისთვისა და კითხვების შემთხვევაში, მოგვწერეთ ორგანიზაციის ფეისბუქ გვერდზე ან შემდეგ ელ. ფოსტაზე: probonoiuventatis@gmail.com
პროექტი „ახალგაზრდები თვითმმართველობისთვის - ცაგერი“ ხორციელდება საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის მიერ, გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერითა და გერმანული პარტნიორი ორგანიზაცია Polis180-თან პარტნიორობითა და ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოსთან თანამშრობლობით.

სიახლეები