სიახლეები

ცაგერის მუნიციპალიტეტში სოფლის განვითარების სააგენტოს რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი მერის წარმომადგენლებს შეხვდა

ცაგერის მუნიციპალიტეტში სოფლის განვითარების სააგენტოს რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი ლაშა შალამბერიძე ცაგერისა და ლენტეხის თემების მერის წარმომადგენლებს შეხვდა.
შეხვედრას ესწრებოდნენ ცაგერის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე ერასტი მეტრეველი და ცაგერის საინფორმაციო-საკონსულტაციი ცენტრის წარმომადგენლები.
პროექტის მიზანია ადგილობრივი თვითმართველი ერთეულების, მუნიციპალიტეტის მერიების ადმინისტრაციულ ერთეულებში წარმომადგენლების ჩართულობა ერთიანი სოფლის განვითარების პოლიტიკის განხორციელების პროცესში, მათ შორის სასოფლო-სამეურნეო ექსტენციის გაზრდის ხელმისაწვდომობის კუთხით.
სტუმრებმა გამოთქვეს მზაობა, მათი კომპეტენციის ფარგლებში, მოსახლეობაში გაჩენილ ყველა კითხვას გასცნენ პასუხი.

სიახლეები