სიახლეები

ცაგერის მუნიციპალიტეტის მერიაში მერის პირველმა მოადგილემ ერასტი მეტრეველმა სამუშაო თათბირი ჩაატარა

ცაგერის მუნიციპალიტეტის მერიაში მერის პირველმა მოადგილემ ერასტი მეტრეველმა სამუშაო თათბირი ჩაატარა.
თათბირს მერიის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელები ესწრებოდნენ.
ერასტი მეტრეველმა ისაუბრა მიმდინარე და ახალი ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ,ასევე,სოციალური პროექტების შესახებ.მოისმინა ანგარიში ყველა სამსახურის წარმომადგენლისგან,მათ შორის,ზედამხედველობის,შესყიდვების,ზედამხედველობის,ინფრასტრუქტურის,საფინანსო-საბიუჯეტო,ეკონომიკის და კულტურის სამსახურებიდან.მისცა მათ მითითებები და კონკრეტული დავალებები.
ბატონმა ერასტიმ აღნიშნა ცაგერის კომპლექსური სასპორტო სკოლის ჭაბუკ ძიუდოისტთა წარმატების შესახებ და მომავალი წინსვლა უსურვა მათ.

სიახლეები