სიახლეები

ცაგერის მუნიციპალიტეტის პირველმა მოადგილემ სამუშაო შეხვედრა გამართა მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებთან

ცაგერის მუნიციპალიტეტის პირველმა მოადგილემ/ მერის მოვალეობის შემსრულებელმა/ერასტი მეტრეველმა ცაგერის მუნიციპალიტეტის მერიაში სამუშაო შეხვედრა გამართა მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებთან ადმინისტრაციულ ერთეულებში.
ერასტი მეტრეველი წარმომადგენლებისგან გაეცნო როგორც რეგიონალური,ასევე ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის" ფარგლებში მიმდინარე ინფრასტრუქტრუქტურული პროექტების მდგომარეობას.
აღნიშნა,რომ მოსახლეობა მაქსიმალურად ჩაერთოს და მათი აზრი იქნას გათვალისწინებული მათ მიერვე შერჩეული პროექტების განხორციელებისას.
ასევე,მოისმინა თითოეულ სოფელში ამ ეტაპზე არსებული პრობლემები.
მერის მოვალეობის შემსრულებელმა კიდევ ერთხელ გააკეთა ინფორმაცია ვენახების პასპორტზაციასთან დაკავშირებით,რაც აუცილებელი პირობაა მევენახეებისთვის ყურძნის რეალიზაციის დროს,ასევე,მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ვაქცინაციასთან დაკავშირებით,რომელთა ორგანიზებაშიც რწმუნებულებს უშუალო ჩართულობა დაავალა.

სიახლეები