სიახლეები

მერის პირველმა მოადგილემ ერასტი მეტრეველმა ცაგერის მერიაში კომპლექსური სპორტული სკოლის წარმომადგენლებთან ერთად წარმატებულ ჭაბუკ ძიუდოისტთა გუნდი მიიღო

ცაგერის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ ერასტი მეტრეველმა ცაგერის მერიაში კომპლექსური სპორტული სკოლის წარმომადგენლებთან ერთად წარმატებულ ჭაბუკ ძიუდოისტთა გუნდი მიიღო
/მთავარი მწვრთნელი ზურაბ ქომეთიანი/.
გუნდმა საჩხერეში გამართულ დავით შუბითიძის სახელობის ტურნირში ძიუდოში დიდ წარმატებას მიაღწია და მოიპოვა 2 ოქროს,2 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი.
ერასტი მეტრეველმა წარმატებულ სპორტსმენებს და მწვრთნელებს გამარჯვება მიულოცა და ოლიმპიური წარმატებებით ლეჩხუმის გახარება უსურვა მომავალში,მუნიციპალიტეტის მხრიდან კი თანადგომა აღუთქვა.
შეხვედრას ესწრებოდნენ მერიის განათლების,კულტურის და სპორტის სამსახურის ხელმძღვანელი გიორგი კვირიკაშვილი და კომპლექსური სპორტული სკოლის დირექტორი კობა ქომეთიანი.

სიახლეები