სიახლეები

ადგილობრივი ეკონომიკის, მეწარმეობისა და საინვესტიციო შესაძლებლობების მხარდასაჭერად ონში რეგიონული საინვესტიციო ფორუმი გაიმართა.

ადგილობრივი ეკონომიკის, მეწარმეობისა და საინვესტიციო შესაძლებლობების მხარდასაჭერად ონში რეგიონული საინვესტიციო ფორუმი გაიმართა.
ფორუმზე იმყოფებიდნებოდნენ სახელმწიფო რწმუნებული პაპუნა მარგველიძე მოადგილეებთან ერათად, მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს ხელმღვანელი ქრისტინა კობახიძე და რეგიონში შემავალი მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელი პირები
ცაგერის მუნიციპალიტეტიდან საინვესტიციო პროფილი წარადგინა ცაგერის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ ერასტი მეტრეველმა და დამსწრე საზოგადოებას ლეჩხუმის განვითარების სტრატეგიული მიმართულებები გააცნო.
ფორუმის მეორე ნაწილი დაეთმო ადგილობრივი მეწარმეების ნაწარმის გამოფენა-გაყიდვას.მათ შორის გახლდნენ ლეჩხუმელი ფერმერები.
საინვესტიციო პროფილების შექმნაში მუნიციპალიტეტებს დაეხმარა გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) ავსტრიისა და შვეიცარიის მთავრობების დაფინანსებით.
ფორუმი ჩატარდა, ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველოს (LDA), „რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთის მხარის განვითარების ინიციატივის“ და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მიერ, შვეიცარიის განვითარების და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC), ავსტრიის განვითარების თანამშრომლობისა (ADC) და საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს (MRDI) მხარდაჭერით და რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციასთან თანამშრომლობით მიმდინარე „რეგიონული და ადგილობრივი განვითარების ხელშეწყობა, ფაზა 2“ (FRLD 2) პროექტის ფარგლებში.
ღონისძიებამ წარმოაჩინა რეგიონული და ადგილობრივი ეკონომიკის განვითარების პერსპექტივები პანდემიის შემდგომ პერიოდში.
ფორუმის მუშაობაში მონაწილეობა მიიღეს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ მზია გიორგობიანმა, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მოქმედმა ხელმძღვანელმა ანნა ჩერნიშოვამ, საქართველოში ავსტრიის ელჩმა ტომას მიულმანმა და სამხრეთ კავკასიაში შვეიცარიის თანამშრომლობის ოფისის რეგიონულმა დირექტორმა დანიელ მეულიმ. ფორუმს ასევე ესწრებოდა და სიტყვით გამოვიდა საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელი დირექტორი- დავით საგანელიძე.

სიახლეები