სიახლეები

ცაგერის მუნიციპალიტეტს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანი,გაეროს(UNDP) განვითარების პროგრამის მოქმედი ხელმძღვანელი ანა ჩერნიშევა და გაეროს განვითარების პროგრამის მენეჯერი თიკო ტყეშელაშვილი ეწვივნენ

ცაგერის მუნიციპალიტეტს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანი,გაეროს(UNDP) განვითარების პროგრამის მოქმედი ხელმძღვანელი ანა ჩერნიშევა და გაეროს განვითარების პროგრამის მენეჯერი თიკო ტყეშელაშვილი ეწვივნენ.
რეგიონის მხრიდან მათ მასპინძლობას უწევდნენ რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული პაპუნა მარგველიძე,მოადგილეებთან ერთად,მაჟორიტარი დეპუატატის ბიუროს ხელმძღვანელი ქრისტინა კობახიძე,ცაგერის მუნიციპალიტეტის მერი ავთანდილ უგრეხელიძე, მოადგილეებთან ერთად,საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი გუგავა.
შეხვედრა ტურიზმის საინფორმაციო ცენტრში შედგა,სადაც ანა ჩერნიშევას და ავთანდილ უგრეხელიძის მხრიდან ხელი მოეწერა საირმის სვეტებთან მისასვლელი ტურისტული იფრასტრუქტურის მოწყობის პროცესის გაგრძელების(ფაზა 2) შეთანხმებას.
შეგახსენებთ,რომ 2020 წელს საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის (სრიგპ) ფარგლებში ევროკავშირის მიერ თანადაფინანსდა პროექტი,რომლის ფარგლებში მოეწყო ტურისტული
ბილიკები,განათება,მოსასვენებელი სივრცეები...
შეხვედრაზე სიტყვით გამოვიდნენ ქალბატონები:მზია გიორგობიანი,ანა ჩერნიშევა,თიკო ტყეშელაშვილი,სახელმწიფო რწმუნებული პაპუნა მარგველიძე.
,,ჩვენი დღევანდელი შეთანხმებით საფუძველი ჩაეყარა კიდევ ერთი პროექტის განხორციელებას სოფელ ქვედა საირმეში,რაც ითვალისწინებს რვა პავილიონის,მათ შორის ეთნოგრაფიული კუთხეების მოწყობას საირმის სვეტების მიმდებარედ,ასევე,გარე განათების,მოაჯირების,სველი წერტილების მოწყობას,სვეტების განათებას.ეს პროექტი და სხვა პროექტები,რომლებიც მომავალში ამ სოფელში განხორციელდება,ხელს შეუწყობს ტურიზმის განვითარებას და პირველ რიგში სოფლისთვის და ლეჩხუმისთვის,მხარისთვის იქნება სიკეთის მომტანი.საირმის სვეტები ძალიან მალე ერთ-ერთ ყველაზე მიმზიდველ ტურისტულ ლოკაციად იქცევა.მადლობა ყველას მხარდაჭერისთვის"-აღნიშნა ავთანდილ უგრეხელიძემ.
დასასრულს,აქტიური თანამშრომლობისათვის სამახსოვრო სიგელი გადაეცა ცაგერის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილეს მიხეილ მეშველიანს.
საღამოს სტუმრებმა ქულბაქის ,,მწვანე ტბაზე" გადაინაცვლეს,სადაც ,,დეცენტალიზაციის და კარგი მმარათველობის ხელშეწყობა ადგილობრივ დონეზე დონეზე" პროექტის ფარგლებში,ქალბატონი მზია გიორგობიანის მხარდაჭერით, ცაგერის მუნიციპალიტეტს /საქართველოს ოთხ მუნიციპალიტეტს შორის/ მოძრავი კინოთეატრი გადაეცა ./პროექტის ხელმძღვანელი ნინო კაკუბავა/.აღნიშნულ შემთხვევაში გათვალისწინებული იქნა მუნიციპალიტეტის მოთხოვნა.
სტუმრები და მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელები ლეჩხუმელ ახალგაზრდებთან ერთად ფილმის ჩვენებას დაესწრნენ.

სიახლეები