სიახლეები

ცაგერის N 2 საბავშვო ბაღში გამოშვების ზეიმი რეკომენდაციების დაცვით,ძალიან ლამაზად აღინიშნა.

ცაგერის N 2 საბავშვო ბაღში გამოშვების ზეიმი რეკომენდაციების დაცვით,ძალიან ლამაზად აღინიშნა.
საგანგებოდ მორთულ ეზოში,საზეიმოდ მოკაზმულმა პატარა გოგო-ბიჭებმა მუსიკალური ნომრებით,ცეკვით და თავიანთი შემოქმედებით დაუვიწყარი სანახაობა წარმოგვიდგინეს.
ცისფერ ფერებში გამოწყობილმა ბავშვებმა და იმავე ფერში გადაწყვეტილმა ეზომ საოცარი განწყობა შექმნა.
პატარების მომზადებაში განუსაზღვრელია პედაგოგების წვლილი,ესენი გახლავთ :მეგი მურცხვალაძე,ვიოლეტა მურცხვალაძე,მუსიკის პედაგოგი მზია ცხადაია ,ბაღის გამგე ლელა კვირიკაშვილი,რომელმაც ზეიმის დასასრულს გზა დაულოცა თავის აღზრდილებს სკოლისაკენ.
პატარებს გზა დაულოცა ცაგერის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ მიხეილ მეშველიანმა,საჩუქრები გადასცა სკოლამდელი და სკოლის გარეშე სააღმზრდელო ცენტრის (ხელმძღვანელი მარინა ბურჯალიანი) წარმომადგენელმა ია ჭოხონელიძემ.
ღონისძიებას ესწრებოდა მუნიციპალიტეტის საკრებულოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის კომისიის თავმჯდომარე მარიკა კოპალიანი.
ზეიმი მაშხალებით,ფერთა გამით და სიმბოლურად ფრანის გაშვებით დასრულდა.
ვულოცავთ ჩვენს მომავალ თაობას ამ ლამაზ დღეს და ბედნიერ მომავალს ვუსურვებთ!

სიახლეები