სიახლეები

ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფლებში - ორბელში, კურცობში, წილამიერში, ლაცორიაში, ლეშკედაში, სპათაგორში, უსახელოში და ხოჯში საერთო კრებები გაიმართა

31 იანვარს სოფლის საერთო კრებები გაიმართა სოფელ ორბელში,კურცობში,წილამიერში,ლაცორიაში,ლეშკედაში,სპათაგორში,უსახელოში,ხოჯში.
მოსახლეობას შეხვდნენ მხარის გუბერნატორის მოადგილე გიორგი გონაძე,ცაგერის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე გიორგი მახათაძე,საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე რევაზ ხეცურიანი სამხარეო ადმინისტრაციის და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები.
მოსახლეობასთან შეხვედრის შედეგად გადაწყდა სოფლის მხარდაჭერის პროგრამით შემდეგი პროექტების დაფინანსება:
 სოფელ ორბელში-გარე განათების მოწყობა;სოფელ უსახელოში-გარე განათების მოწყობა;სოფელ სპათაგორში-სანიაღვრე არხებისა და ცხაურების მოწყობა;სოფელ ლაცორიაში-სანიაღვრე არხების მოწყობა,წყალგამტარი ცხაურების მოწყობა;სოფელ ლეშკედაში-სანიაღვრე არხების მოწყობა;სოფელ წილამიერში-შიდა სასოფლო გზის სარემონტო სამუშაოები;სოფელ კურცობში-გარე განათების მოწყობის სამუშოები,შიდა სასოფლო გზის სარემონტო სამუშაოები;სოფელ ხოჯში-საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილის კეთილმოწყობის სამუშაოები.
შეხვედრები სოფლებში გრძელდება.

სიახლეები