სიახლეები

7, 8 და 9 ივლისს ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციის ორგანოზებით ჩატარდა ტრენინგი

7, 8 და 9 ივლისს ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციის ,,აქტიური მოქალაქე -ანგარიშვალდებული ხელისუფლება“-ის ორგანიზებით /ხელმძღვანელი მზევინარ ლიპარტელიანი/- პროექტის ,,ადგილობრივი მნიშვნელობის საკითხების მოგვარებაში მოსახლეობის მონაწილეობა:,,წამოაყენე იდეა და იზრუნე შენი(სოფლის)ქალაქის განვითარებაზე“ ფარგლებში, ჩატარდა ტრენინგი თემაზე: მუნიციპალიტეტის საქმიანობის ოპტიმიზაცია, პრიორიტეტების სისტემის გაუმჯობესება, საჯარო მოხელეთა ცნობიერების ამაღლება გენდერული და სამოქალაქო (მონაწილეობითი) ბიუჯეტირების შესახებ.
ტრენინგს ესწრებოდნენ ცაგერის მუნიციპალიტეტის მერი ავთანდილ უგრეხელიძე,საკრებულის თავმჯდომარე გიორგი გუგავა,საკრებულის დეპუტეტები,მერიის სამსახურების ხელმძღვანელი პირები, სხვა საჯარო მოხელეები.
ტრენინგი ორგანიზაციის მოწვევით ჩაატარა კვალიფიციურმა ტრენერმა ბატონმა ამირან გიგინეიშვილმა.
პროექტი ხორციელდება,, გურიის, იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმის სამოქალაქო საზოგადოების საერთო ფორუმი საჯარო მმართველობის რეფორმის საგზაო რუკის მონიტორინგის მიზნით"-ფარგლებში, ევროკავშირის მხარდაჭერით.
პროექტს ახორციელებს ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაცია,, აქტიური მოქალაქე-ანგარიშვალდებული ხელისუფლება'',, კულტურულ-ჰუმანიტარული ფონდი სოხუმის'', მეწარმე ქალთა ფონდისა და მეცნიერთა კავშირ ,,სპექტრთან" პარტნიორობით.

სიახლეები